ნინო ირიაული
ინტელის კურსი-პროექტებით სწავლება
Sunday, December 18, 2016
მეცხრე დღის რეფლექსია
დღეს დავასრულეთ ყველა დავალება.მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები.ძალიან კმაყოფილი ვარ ტრენინგის შედეგებით.ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ამ ტრენინგზე,რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს ქალბატონ მაიკო ჯოხაძეს! ძალიან მომენატრება თქვენი ტრენინგი ქალბატონო მაიკო 💓💙💜💓💚😗😗😍😍
Saturday, December 17, 2016
მერვე დღის რეფლექსია
დღევანდელ ტრენინგზე დავასრულე პროექტის გეგმაზე მუშაობა და ავტვირთე დასრულებული ფორმა drive-ზე.ასევე დავასრულე და ავტვირთე მოსწავლის ბუკლეტი.გავაკეთე ფასილიტაციის კითხვარი და გადავიტანე ბლოგზე.ასევე ბლოგზე გადავიტანე ჩემი პორტფოლიო. როგორც ყოველთვის შეუსვენებლად ვიმუშავეთ 😊
Sunday, December 11, 2016
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.ერთმანეთს გავუზიარეთ და დავუკომენტარეთ მოსწავლის ნიმუშის პრეზენტაცია.გავარჩიეთ საავტორო უფლებები და დიფერენცირება.მოგვეცა დავალება პროექტის გეგმის დასრულება,მოსწავლის ბუკლეტის გაკეთება და მოსწავლეების ნიმუშების შეფასება.💓💙💚💛💜
Saturday, December 10, 2016
მეექვსე დღის რეფლექსია
დღევანდელ დღეს მოსწავლის ნიმუში ავტვირთეთ drive-ზე და ჩვენს ბლოგზე.გავალამაზეთ ჩვენი ბლოგი.დავალებად მოგვეცა შეფასების რუბრიკების შევსება.
გათბობა არ გვქონდა და გავიყინეთ 😟😟😟
გათბობა არ გვქონდა და გავიყინეთ 😟😟😟
Tuesday, December 6, 2016
მეხუთე დღის რეფლექსია
დღევანდელ დღეს პროექტის გეგმაში შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო.მოგვეცა საშინაო დავალება და სახლში მივდივარ ძალიან დაღლილი😟😟 დაგვიღამდა🌙🌙
პ.ს დიდი მადლობა ბუკლეტის დაბეჭვდისთვის ქალბატონო მაიკო 💗💗
პ.ს დიდი მადლობა ბუკლეტის დაბეჭვდისთვის ქალბატონო მაიკო 💗💗
Subscribe to:
Posts (Atom)